„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები გუმათში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან არიან შეკრებილები
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამ დროისთვის სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეებმა შეკრება დილის 05:00 საათიდან დაიწყეს.
გუშინ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, დილიდან შეკრებილიყვნენ, რათა კომპანია „ენკას“ სამშენებლო ტექნიკისა და მომუშავე პერსონალისთვის რიონის ხეობაში გადაადგილების საშუალება არ მიეცათ.
„ენკას“ სამშენებლო ბაზასთან ამ დროისთვის სიმშვიდეა. სოფელ გუმათში სამშენებლო ტექნიკა და მუშები არ გამოჩენილან.