„ნამახვანჰესის“ მოწინააღმედგეებმა „ენკას“ სამშენებლო ბაზის შესასვლელი ჩახერგეს
გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის“ მოწინაღდეგეთა აქცია გრძელდება.
აქციის მონაწილეებმა კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზის შესასვლელი მანქანებით ჩახერგეს. „ენკას“ ბაზაზე სამართალდამცველებიც არიან მობილიზებული.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანია „ენკას“ ავტომანქანებს გადაადგილების უფლებას არ მისცემენ.
ამასთან, როგორც პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ კომპანია „ენკა” მომუშავე პერსონალის გუმათიდან ქუთაისში გადაყვანას გეგმავს. გოლეთიანის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში, აქციის მონაწილეები მათ მანქანებს გზას გაუხსნიან.