„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა ნაწილმა ჰესის მშენებლობის ადგილას მისვლა ტყის გავლით სცადა
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ნაწილმა ჰესის მშენებლობის ადგილას, რკინის ბარიკადების მეორე მხარეს გადასვლა სცადა, თუმცა პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცათ.
კერძოდ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა პროტესტის მონაწილეებს მოუწოდა, ნაწილი ჯებირებთან დარჩენილიყო, ნაწილი კი მშენებლობის ადგილას ტყის გავლით მისულიყო.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში გუმათში, რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და პოლიციას მოუწოდებენ, ბარიკადებს მიღმა გადასვლის საშუალება მისცენ.