„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა გუმათში, რკინის ბარიკადების მიღმა გადასვლა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა
სოფელ გუმათში ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რკინის ბარიკადების მიღმა გადასვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ ბარიკადებს მიღმა მყოფმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შეხლა-შემოხლის შემდეგ პოლიციამ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან განარიდა.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და პოლიციას მოუწოდებენ, რომ ბარიკადებს მიღმა გადასვლის საშუალება მისცენ.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში, ბარიკადებთან გუშინაც მივიდნენ.