„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების ნაწილი „ენკას“ ბაზასთან იმყოფება, აქციის მონაწილეები აპირებენ, სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალება არ მისცენ
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების ნაწილი გუმათში, კომპანია „ენკას“ ბაზასთან იმყოფება.
თავის მხრივ, „ენკას“ ბაზაზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე რაფაელ ლომთაძემ განაცხადა, ისინი პოლიციის ავტომობილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებაში ხელს არ შეუშლიან, თუმცა სამშენებლო კომპანია „ენკას“ სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.
„ენკას“ ბაზასთან აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი.