გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
გუმათში ხმაურის აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები ამ წუთებში რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და პოლიციას მოუწოდებენ, ბარიკადებს მიღმა გადასვლის საშუალება მისცენ.
სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ჰესის მშენებლობის ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ, რასაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„რას ნიშნავს ის, რომ ხეობაში შესასვლელი არის რკინის ბარიკადით გაყოფილი და არ გვეძლევა სახლებში წასვლის უფლება. რას ვაზიანებთ იმით, რომ ამ ბარიკადის მეორე მხარეს გადავიდეთ. განმარტოს პოლიციამ, შსს-მ, რას ვაზიანებთ იმით, რომ გადავდივართ ბარიკად მეორე მხარეს. გვაჩვენონ ოფიციალური დებულება, ბრძანება, გვაინეტრესებს, რა უწერიათ, რას ეხმაურება ეს ბარიკადი, რომელიც დგას უკვე არაერთი კვირაა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.