„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ე.წ. ხმაურის აქციას განაგრძობენ
გუმათის დასახლებაში აღმართულ რკინის ჯებირთან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ე.წ. ხმაურის აქციას განაგრძობენ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებისადმი მიმართვაში თქვა, ექნებათ რკინის ჯებირების მეორე მხარეს გადასვლის მცდელობა, როგორც ტყის გავლით, ასევე ცენტრალური გზის მეშვეობით.
ამასთან, გოლეთიანმა თავის მიმართვაში დღეს დაკავებული აქციის მონაწილის შესახებაც ისაუბრა. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ირაკლი მუკბანიანის დაკავება ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციაა.