„ნამახვაჰნესის“ პროექტის ხელმძღვანელი - ვითარების დაძაბვა და ესკალაცია ხელს უშლის ნებისმიერ დიალოგს, მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შედგეს აქციის მონაწილეებთან საუბარი
მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს აქციის მონაწილეებთან, ყველა დაინტერესებულ მხარესთან საუბარი, შეჯერება აბსოლუტურად ყველა საკითხზე და მას შემდეგ შეძლებს საქართველო მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებას, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის ხელმძღვანელმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.
როგორც მერაბ ლომინაძემ აღნიშნა, ვითარების დაძაბვა და ესკალაცია ხელს უშლის ნებისმიერ დიალოგს.
„მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს აქციის მონაწილეებთან, ყველა დაინტერესებულ მხარესთან საუბარი, შეჯერება აბსოლუტურად ყველა საკითხზე და მას შემდეგ შეძლებს საქართველო მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებას. სივრცე დიალოგისთვის ყოველთვის არსებობს და მოხარული ვარ, რომ რამდენიმე უკანასკნელ კომენტარში დავინახე აქციის ლიდერების მხრიდან მზადყოფნა, რომ დისკუსიაში და დიალოგში ჩაერთონ. ჩვენ არ ვართ სახელმწიფო და ის მხარე, რომელიც პოლიტიკურ პროცესში ჩაერთვებოდა, თუმცა ვართ მზად, რათა დიალოგი დაიწყოს. კითხვები დავსვათ ერთადაც, ამის პრობლემასაც ვერ ვხედავთ. ვითარების დაძაბვა და ესკალაცია ხელს უშლის ნებისმიერ დიალოგს. მე სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ყველა მხარეს, მიმართოს საკუტარი ძალისხმევა იმისკენ, რომ მოხდეს ვითარების დეესკალაცია. დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ მივალთ შეთანხმებამდე და პროექტს ერთობლივი ძალისხმევით განვაგრძობთ“, – განაცხადა ლომინაძემ.
მისივე თქმით, „ნამახვანჰესის“ პროექტის შესაბამისად, იტბორება სამი სოფელი.
„გადახდილი არის დღეის მდგომარეობით 35 მილიონი ლარი კომპენსაციის სახით. დაკმაყოფილებულია პრაქტიკულად ყველა ის მოსახლე, რომელიც იმყოფებოდა დატბორვის არეალში, გარდა ერთი ქალბატონისა. დიდ იმედს ვიტოვებთ, მას შემდეგ, რაც მოხდება შესაბამისი კომუნიკაცია და ამ საკითხების პროექტის სიკეთეების განხილვა, ქალბატონი მაკაც დაგვთანხმდება და თავის საყვარელ ადგილს დაუთმობს საკუთარ სამშობლოს. ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც იმყოფებიან ობიექტებზე, არიან ადგილობრივები, ხეობაში მცხოვრები პირები. თავიდან არიდება რომ მოხდეს პროცესების ესკალაციის, ჩვენი მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ თანამშრომლების მოძრაობა და ესეც მოხდა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ვითარების განმუხტვას“, – განაცხადა ლომინაძემ.