ნაფეტვრებიდან-ქვემო წყლულეთამდე და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
„მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
სამუშაოები ითვალისწინებს 20 კილომეტრზე მეტი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, წყალამრიდი მილების, გაბიონის, საყრდენი კედლის, მიერთებების, ეზოში შესასვლელებისა და ფოლადის თვალამრიდების მოწყობას.
ფონდის ინფორმაციით, ნაფეტვრებიდან-ქვემო წყლულეთის და ლისი-მუხაწყაროს არსებული გზა გრუნტის იყო, რის გამოც გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა, განსაკუთრებით წვიმის დროს, რადგან სანიაღვრეები არ იყო და წყალი პირდაპირ გზაზე მიედინებოდა.