თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, საბურავი გაუსკდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.
ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი 44 წლის ქალი, ორი მგზავრი კი, დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.