თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მშენებლობაზე დასაქმებული ორი პირი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ერთი მათგანი დაიღუპა. ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.