ნაძალადევის რაიონში მშენებარე კორპუსიდან ორი ადამიანი გადმოვარდა
ნაძალადევის რაიონში მშენებარე კორპუსიდან ორი ადამიანი გადმოვარდა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მშენებლობაზე დასაქმებული ორი პირი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ერთი მათგანი დაიღუპა. ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.