ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელები. აღნიშნული სამუშაოები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქუჩის ნაწილში, 600 მეტრ სიგრძეზე უკვე დაასრულა.
ამჟამად მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს, ხოლო „თბილისი ენერჯის“ მიერ იცვლება გაზგაყვანილობის სისტემა.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მანჯგალაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება.
ერთი კილომეტრის და 200 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზაზე, დაიგება ახალი ორფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები. ქუჩაზე არსებული ელ. ენერგიის გადამცემი ხაზები მიწის ქვეშ მოექცევა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე LED სანათები.
პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას აწუხებდა, სრულიად მოწესრიგდება და თანამედროვე იერსახეს მიიღებს.
მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და შემოდგომაზე დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.