ნაძალადევის რაიონში ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები; მოეწყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა; მიწის ქვეშ განთავსდა საჰაერო კაბელები. მათ შორის, განახლდა საკომუნიკაციო კომპანიების: „თელასის“, „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „ახალი ქსელების“ და „პისი მაქსის“ ქსელები; მოეწყო გარე განათების ახალი სისტემა და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები.
1 200 მეტრის სიგრძის საავტომობილო გზაზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ტროტუარები. განხორციელებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.