ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ჯგუფი და დაზიანების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადებას GWP-ი ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მაგისტრალური ქსელის დაზიანებული მონაკვეთი რთულ რელიეფურ ადგილზეა განთავსებული, რაც სამუშაო პროცესს ართულებს. მათივე ცნობით,
ტექნიკური სამუშაოების წარმოებისთვის ქსელის წყლისგან დაცლა აუცილებელია, რის გამოც დღეს, 30 დეკემბერს 15:00 საათიდან, ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება
ნაძალადევის რაიონში გურამიშვილის გამზირის, ჩარგლის, ბეჟანიშვილის, გვაზაურის ქუჩების ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს;
„წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით“, – აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.