ნაძალადევის რაიონში რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეიზღუდება
ნაძალადევის რაიონში რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ჯგუფი და დაზიანების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადებას GWP-ი ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მაგისტრალური ქსელის დაზიანებული მონაკვეთი რთულ რელიეფურ ადგილზეა განთავსებული, რაც სამუშაო პროცესს ართულებს. მათივე ცნობით,
ტექნიკური სამუშაოების წარმოებისთვის ქსელის წყლისგან დაცლა აუცილებელია, რის გამოც დღეს, 30 დეკემბერს 15:00 საათიდან, ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება
ნაძალადევის რაიონში გურამიშვილის გამზირის, ჩარგლის, ბეჟანიშვილის, გვაზაურის ქუჩების ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს;

„წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით“, – აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.