ნაძალადევის მე-9 საარჩევნო ოლქის 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 18,94 პროცენტს შეადგენს
ნაძალადევის მე-9 საარჩევნო ოლქის 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 18,94 პროცენტს ( 25 706 ამომრჩეველი), რაც ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა პირველ ტურთან შედარებით გაზრდილია.
პირველ ტურში ნაძალადევის ოლქში აქტივობა 13,47 პროცენტს შეადგენდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, უბნებზე დაწერილია 11 საჩივარი, რომელიც ტექნიკურ დარღვევებს შეეხებოდა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ხარვეზები ადგილზე აღმოიფხვრა.
ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა ორი საჩივარი, რომელთა განხილვაც ორი დღის ვადაში მოხდება.