„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ დიდუბის საოლქო კომისიაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიაში რამდენიმე პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მისი თქმით, დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც საოლქო კომისიაში აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი უბნის შედეგები დაულუქავი იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ყვება, რომ მასთან ერთად, კიდევ ერთ წარმომადგენელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან შეკრებილი.