„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ დიდუბის საოლქო კომისიაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

03:18, 29.10.2018

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიაში რამდენიმე პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მისი თქმით, დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც საოლქო კომისიაში აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი უბნის შედეგები დაულუქავი იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ყვება, რომ მასთან ერთად, კიდევ ერთ წარმომადგენელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან შეკრებილი.

მსგავსი