„ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრები დედაქალაქის მთავრობის სხდომას ესწრებიან
„ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრები დედაქალაქის მთავრობის სხდომას ესწრებიან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრები დედაქალაქის მთავრობის სხდომას ესწრებიან.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და მერიის დაცვის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაცვის თანამშრომლები ოპოზიციური პარტიების წევრებს სხდომაზე არ უშვებდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ არგუმენტებს ითხოვდა, რის საფუძველზე არ უშვებდნენ მთავრობის სხდომაზე, როცა მათ ამის მანდატი ჰქონდათ.

დედაქალაქის მთავრობის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები სხდომაზე მას შემდეგ შესულიყვნენ, რაც კამერები სხდომათა დარბაზს დატოვებდნენ.

მთავრობის სხდომას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე და მარიკა დათუკიშვილი  ესწრებიან.

“საკრებულოს სამი დეპუტატი დედაქალაქის მერიაში მოვედით, რათა დავესწროთ მთავრობის სხდომას. ეს მანდატი არის იგივე, რაც მთავრობის სხდომაზე მყოფებს აძლევს იმის უფლებას, რომ დაესწრონ მთავრობის სხდომას, მაგრამ კახი კალაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომათა დარბაზი წარმოუდგენია სავარაუდოდ მილანის გასახდელი. კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ მოვედით. დაცვა საწყლად ამბობდა, რომ კანონიერი უფლება კი გაქვთ, მაგრამ სიტყვიერი ზეპირი დავალება გვაქვს, რომ არ შეგიშვათო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.