„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. როგორც „პირველ არხს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ძალოვანი უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან და ამჟამად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ალექსანდრე კვახაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ.

მისივე თქმით, თავდამსხმელები კონკრეტულ თანხას ითხოვდნენ და უარის მიღების შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. კვახაძემ აღნიშნა, რომ ფიზიკური დაზიანებები მას საკუთარ სახლთან მიაყენეს.