„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „მელიები“ საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „მელიები“ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ პარტიის ლიდერს, ნიკა მელიას, რომლის პროცესიც მიმდინარეობს. ისინი მელიას გათავისუფლებას ითხოვენ.
„მიგვაჩნია, რომ ნიკა მელია არის გავრილოვისა და ივანიშვილის პირადი პიტიმარი. მოვედით, რომ მხარი დავუჭიროთ ნიკა მელიას და ამის გამო მოვაწყვეთ პერფორმანსი. ვერ შეგვაჩერებენ, თუ ნიკა მელიას არ გაათავისუფლებენ, კიდევ გაიმართება სხვადასხვა აქტივობები“, – განაცხადა „მელიების“ წარმომადგენელმა ეთო უმეკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმეზე პროცესი იმართება. სხდომას ბრალდებული ნიკა მელიაც ესწრება.
დღევანდელ პროცესს ესწრებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ხოლო სასამართლოს შენობასთან იმყოფებიან მათი მხარდამჭერებიც. სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული.