„ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, იზოლაციის, კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის წესის დარღვევის გამო გადახდილი ჯარიმები მოქალაქეებს უკან დაუბრუნდეთ
„ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, იზოლაციის, კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის წესის დარღვევის გამო გადახდილი ჯარიმები მოქალაქეებს უკან დაუბრუნდეთ

„ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, იზოლაციის, კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის წესის დარღვევის გამო გადახდილი ჯარიმები მოქალაქეებს უკან დაუბრუნდეთ. ფრაქციის მიერ მომზადებული ცვლილებების ინიცირება 5 ივლისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებით ერთნაირად და პროპორციულად უნდა გავრცელდეს კანონპროექტით გათვალისწინებული სახდელისაგან გათავისუფლება, რაც ასევე გულისხმობს საურავისგან გადახდისგან გათავისუფლებასაც.

ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციული სახდელის, საურავის აღსრულებულ და აღუსრულებელ ნაწილზეც.

ასევე პროექტით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, პირს უკან უნდა დაუბრუნდეს.

პარლამენტში ინიცირებულია მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებებიც, რომელიც იზოლაციის, კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის წესის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმების ამნისტიას ითვალისწინებს.