ნაჩო სანჩეს ამორი - საქართველოსგან ველოდებით, რომ გადალახოს პოლარიზაცია, ეცადეთ, არ დახარჯოთ დრო ქვეყნის შიგნით შედარებით უმნიშვნელო საკითხებზე კამათში
ნაჩო სანჩეს ამორი - საქართველოსგან ველოდებით, რომ გადალახოს პოლარიზაცია, ეცადეთ, არ დახარჯოთ დრო ქვეყნის შიგნით შედარებით უმნიშვნელო საკითხებზე კამათში

ეცადეთ, არ დახარჯოთ დრო ქვეყნის შიგნით შედარებით უმნიშვნელო საკითხებზე კამათში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა.

„რასაც ველოდებით საქართველოსგან, ისაა, რომ გადალახოს პოლარიზაცია, რომელიც პროგრესის პარალიზებას ახდენს. მე თავის დროზე ვამბობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ საქართველოს სხვა დონეზე დაყენება უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, არ იყო ბრძნული გადაწყვეტილება, რადგან მშვიდობისა და დეპოლარიზაციის საკითხში კონტრიბუციის ნაცვლად, პირიქით მოხდა. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტში მე მწვავედ ვაკრიტიკებდი. მაგრამ ახლა, როცა ასეთი მოცემულობა გვაქვს, სცადეთ, არ დახარჯოთ დრო ქვეყნის შიგნით შედარებით უმნიშვნელო საკითხებზე კამათში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.