დედაქალაქში ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული მიმდინარეობს.
„თბილისობა 2019“ სადღესასწაულო ღონისძიებები რამდენიმე ლოკაციაზე არის წარმოდგენილი. მათ შორისაა რიყის პარკი, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი და ორბელიანის მოედანი.
„თბილისობა 2019“-ის პროგრამა სხვდასხვა ასაკის, გემოვნების და ინტერესების ადამიანებისთვის არის შედგენილი. წლევანდელი სახალხო დღესასწაულის მთავარი კონცეფცია დედაქალაქის განვლილი და უახლესი ისტორიის სინთეზია.
პროგრამის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია კონცერტები, პერფორმანსები, საბავშვო გასართობი, სპორტული აქტივობები; მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი; წარმოდგენილია ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები.
თბილისობა დღეს გალა კონცერტით ორბელიანის მოედანზე დასრულდება. კონცერტი ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება.