საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განცხადებით, 2019 წლიდან აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.
როგორც მზია გიორგობიანი აცხადებს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იქნება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილი.
„ამ ეტაპისთვის ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა მოსახლეობის უშუალო ჩართულობით სწორად მოხდეს პროექტების შერჩევა და ფინანსთა სამინისტროსთან, რათა შეჯერდეს თანხის ოდენობა“, – განაცხადა მზია გიორგობიანმა.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.