მწვრთნელის კორონავირუსით ინფიცირების გამო, ლანჩხუთის „გურია“ 12-დღიან კარანტინს გაივლის
საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის „გურია“ კარანტინში გადადის. ამის მიზეზი კლუბის ერთ-ერთი მწვრთნელის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.
ინფორმაციას ადასტურებს კლუბის სპორტული დირექტორი გიგა სურმავა.
„გადავდივართ 12-დღიან კარანტინში. ჩვენმა ერთ-ერთმა მწვრთნელმა ამ საღამოს მიიღო კვლევის შედეგი და ის დადებითია. მანამდე „კოვიდ-19“ მისი ოჯახის წევრს დაუდგინდა. ველოდებით ტრანსპორტს. როგორც გვითხრეს კარანტინს შეკვეთილში განთავსებულ ერთ-ერთ სასტუმროში გავივლით“, – განაცხადა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ სპორტულმა დირექტორმა.