მწერალი ბორის აკუნინი, იგივე გრიგორი ჩხარტიშვილი კორონავირუსით არის ინფიცირებული
ბორის აკუნინის ფსევდონიმით ცნობილი მწერალი გრიგორი ჩხარტიშვილი კორონავირუსით არის ინფიცირებული. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
„მივატოვე ფეისბუქი, რადგან მოდური დაავადება შემეყარა. ცოტათი მოვძლიერდები – აუცილებლად გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს. (სპოილერი: კორონავირუსის მიმართ შიში უფრო ძლიერია, ვიდრე თავად კორონავირუსი. საჭიროა სიფრთხილე და არა პანიკა)“, – წერს ქართული წარმოშობის მწერალი.