მწერალ ზაზა ბურჭულაძეს და მთარგმნელ ნათია მიქელაძე-ბახსოლიანს Brücke Berlin-ის ჯილდო, 20 ათასი ევრო გადაეცა
Brücke Berlin-ის ლიტერატურულ-მთარგმნელობითი ჯილდო, 20 000 ევრო ქართველ ავტორს, ზაზა ბურჭულაძეს და მის მთარგმნელს, ნათია მიქელაძე-ბახსოლიანს გადაეცა.
ინფორმაციას ამის შესახებ Brücke Berlin’ ავრცელებს. წიგნი გასულ წელს ბლუმენბარის გამომცემლობამ გამოსცა. რომანი გამომცემლობის Aufbau/Blümenbar -is მიერ გამოცემული ზაზა ბურჭულაძის მეორე წიგნია.
გამომცემლობის Aufbau შვილობილმა კომპანიამ Blümenbar-ma 2015 წელს „ადიბასის“ გერმანულენოვანი თარგმანი გამოსცა.