მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხნენ
მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბუკერის პრემიის ლაურეატს, უნივერსიტეტში ლექცია უნდა წაეკითხა, რა დროსაც სცენაზე უცნობი პირი ავიდა და ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მწერალი ვერტმფრენის საშუალებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელი კი, დარბაზში მყოფებმა დააკავეს.
როგორც „ბიბისი“ წერს, სალმან რუშდის მეოთხე რომანი „ეშმაკეული აიები“, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამედის ცხოვრებას ეფუძნება, მკრეხელობად აღიქვა მუსლიმურმა სამყარომ.