მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ პირველი მარტიდან, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით განაახლებენ.
„რაც შეეხება თეატრებს, სპორტულ კლუბებს, პროფესიულ ანსამბლებს, აქაც ორ ეტაპად არის პროცესი დაყოფილი. პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს სარეპეტიციო პროცესს და ვარჯიშს. ეს პროცესი დაიწყება 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენა, რაც უკვე გულისხმობს თეატრალურ წარმოდგენებს, სპორტულ შეჯიბრებებს, კონცერტებს უკვე მაყურებლების დასწრებით, ეს პროცესი იქნება პირველი აპრილიდან. კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ვთხოვო, იმისთვის, რომ ჩვენ შევასრულოთ ეს გეგმა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ ზედმიწევნით დაიცვას სამედიცინო პროტოკოლი“, – განაცხადა ჩხენკელმა.