მურმან დუმბაძე - ევროპას ვეუბნები, არ მისცეთ ქართულ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი, არ ეკუთვნის
მურმან დუმბაძე - ევროპას ვეუბნები, არ მისცეთ ქართულ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი, არ ეკუთვნის

ევროპას ვეუბნები, არ მისცეთ ქართულ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი, არ ეკუთვნის, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ოპონენტის თავისუფლებას, იმ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის.

„შემომიცვივდება ახლა მთელი პოლიტიკური სპექტრი და შინაური, გარეული. ნახე, რას ამბობს, არ უნდა მურმან დუმბაძეს კანდიდატის სტატუსიო. ასეთ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის. კანდიდატის სტატუსს არც მთავრობას აძლევენ, არც ოპოზიციას. კანდიდატის სტატუსს აძლევენ სახელმწიფოს. ქართულ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის და სახელმწიფო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ოპონენტის თავისუფლებას, იმ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.