მუმბაიში ტაივანის საკონსულოს გახსნის შემდეგ ჩინეთი ინდოეთს მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდოს ტაივანის საკითხებს
მუმბაიში ტაივანის საკონსულოს გახსნის შემდეგ ჩინეთი ინდოეთს მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდოს ტაივანის საკითხებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მაო ნინის განცხადებით, ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოფიციალური კონტაქტის ნებისმიერ ფორმას ტაივანსა და ნებისმიერ ქვეყანას შორის, რომელთანაც დიპლომატიური კავშირები აქვს.
ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ერთი ჩინეთის პრინციპი არის ინდოეთის მიერ აღებული სერიოზული პოლიტიკური ვალდებულება და ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობების პოლიტიკური საფუძველი.
„ჩინეთი მოუწოდებს ინდოეთს, მკაცრად შეასრულოს თავისი ვალდებულებები, ყურადღებით, სათანადოდ მოეკიდოს ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებს და არ განახორციელოს რაიმე სახის ოფიციალური გაცვლა ტაივანის რეგიონთან ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობების გაუმჯობესებაში ჩარევის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.