მუმბაიში მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
მუმბაიში მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი მუმბაის აეროპორტთან და რკინიგზის სადგურთან მდებარე ხალხმრავალ რაიონში ჩამოვარდა. გარდაცვლილთა შორის არიან მფრინავი, სამი მგზავრი და ადგილზე მყოფი ერთი პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი მაშინ ჩამოვარდა, როდესაც დასაშვებად ემზადებოდა. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურები და პოლიცია.
თვითმფრინავი Beechcraft King Air C90, რომელიც ეკიპაჟის ორ წევრსა და შვიდ მგზავრს იტევს, ინდოეთის უტარ პრადეშის შტატის ხელისუფლებაზეა რეგისტრირებული.