მთვარისა ნავერიანი ნიკა გვარამიას დაკითხვის მოთხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს
მთვარისა ნავერიანი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვას სთხოვს.
მთვარისა ნავერიანსა და „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შორის 31 მაისს პროკურატურასთან, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე დაპირისპირება მოხდა.
მთვარისა ნავერიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის მიმართ სამართლებრივი მოქმედებების დროულად გატარებას ითხოვს.
ნავერიანის თქმით, პროკურატურამ დაადასტურა, რომ მასზე გვარამიამ ფიზიკურად იძალადა, თუმცა ერთ წელზე მეტია, ტელეკომპანიის დირექტორი არ დაკითხულა.