მთის კურორტების განვითარების კომპანიამ მესტიის მუნიციპალიტეტს 200 წყვილი თხილამური გადასცა
მთის კურორტების განვითარების კომპანიამ მესტიის მუნიციპალიტეტს 200 წყვილი თხილამური გადასცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ მესტიის მუნიციპალიტეტს 200 წყვილი თხილამური გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი ბავშვები თხილამურებზე დადგნენ. სწორედ ისინი მოუტანენ საქართველოს წარმატებას სათხილამურო სპორტში. ამიტომ გადავწყვიტეთ, 200 წყვილი თხილამური გადაგვეცა მუნიციპალიტეტისთვის, თითო სოფელს დაახლოებით 38 წყვილი შეხვდება. გვაქვს უამრავი გეგმა, რომელსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ“, – განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თაზო გამცემლიძემ.

სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციის მიზნით, გასულ წელს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ სვანეთის ხუთ სოფელში: მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და დაბა ლენტეხში მცირე ზომის საბაგიროები აშეენა. უშგულში, უშხვანარსა და ეცერში არის თითო 200-მეტრიანი გერმანული წარმოების საბაგირო „მულტი სკი“, ხოლო ლენტეხსა და მაზერში თითო 200 მეტრიანი სლოვაკური წარმოების საბაგირო „ტატრა ლიფტი“.