მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში, რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათამდე, 22:00-მდე მუშაობდა ამ ქალაქების ყველა კვების ობიექტი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რესტორნებში და იქ გამართულ ღონისძიებების, წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების საკმაოდ მაღალი რაოდენობა, აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა იმუშაონ 22:00 საათამდე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.