მთაწმინდის ოლქში პირველი რეგისტრირებული კანდიდატი მიხეილ-გელა სალუაშვილია
მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში პირველი რეგისტრირებული კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ ლიდერი მიხეილ-გელა სალუაშვილია. ინფორმაციას თავად სალუაშვილი პარტიის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით ავრცელებს.
სალუაშვილის ცნობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისია მისი პარტია რეგისტრაციაში 22 მარტს გაატარა, 25 მარტს კი მაჟორიტარ კანდიდატად მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა.
მიხეილ-გელა სალუაშვილი წინა ორ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. 2013 წელს მან 1376 ხმა მიიღო (0.08 პროცენტი), 2018 წელს კი 2970 ხმა (0.19 პროცენტი).