საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტების პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი გახსნა.
როგორც აღინიშნა, ორივე სამინისტროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების – სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 1 806 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 53 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
ამასთან, შეიქმნა სპეციალური რუკა, სადაც შესაძლებელია ბენეფიციარების შედეგების ნახვა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საიტზე – www.programs.gov.ge სახელმწიფო პროგრამების პოტენციურ ბენეფიციარებს შეუძლიათ, მიიღონ სრული ინფორმაცია და ჩაერთონ რომელიმე მათგანში, დაიწყონ ან გააფართოვონ წარმოება ან ფერმერული მეურნეობა, უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს მთავრობასთან ერთად ეკონომიკის განვითარებაში.