მთავრობის კანცელარიასთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის მხარდამჭერები შეიკრიბნენ
მთავრობის კანცელარიასთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის მხარდამჭერები შეიკრიბნენ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის წევრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს შექმნა მოითხოვეს.

მათი თქმით, ამ ორგანოს არსებობა ხელს შეუწყობს სახელმწიფოს პოლიტიკაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კეთილდღეობისათვის კოორდინირებულად მუშაობას.

აქციის მონაწილეები სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადასვლას ითხოვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო შშმ პირს აღიქვამს როგორც პიროვნებას და არა პაციენტს და ქმნის ინდივიდუალურად მორგებულ პროგრამებს შშმ პირის საჭიროებიდან გამომდინარე.

საქართველოს პრეზიდენტის 260-ე ბრძანების თანახმად 2003 წლიდან საქართველოში 14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.