მთავრობის ფორმირების სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რუმინეთის პრეზიდენტმა პრემიერის პოსტზე ახალი კანდიდატი, ლუკა ნიკულესკუ წარადგინა
რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლუკა ნიკულესკუ წარადგინა. გადაწყვეტილება მან პარტიებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
ეს უკვე მეოთხე კანდიდატურაა, რომელსაც დანი წარადგენს მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობის ფორმირების გასული სამი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ზოგმა კანდიდატმა კენჭისყრამდე მანდატზე უარი თქვა, ზოგს კი პარლამენტმა მხარდაჭერა არ გამოუცხადა.
„ეს არჩევანი დღევანდელი კონსულტაციების შედეგია. ავირჩიეთ ადამიანი, რომელსაც უმრავლესობის შექმნის ყველაზე დიდი შანსი აქვს. რუმინეთს მთავრობა სჭირდება. საჭიროა მომავალი წლის ბიუჯეტი“, – განაცხადა დანმა.
ყოფილი ჟურნალისტი და დიპლომატი ნიკულესკუ აცხადებს, რომ წარდგენას სრული პასუხისმგებლობით იღებს.
„პირველი ამოცანა პარლამენტში უმრავლესობის შექმნა იქნება. გვჭირდება ხედვა, სტაბილურობისა და აღდგენის პერიოდი“, – აღნიშნა ლუკა ნიკულესკუმ.
ცნობისთვის, რუმინეთი პოლიტიკურ კრიზისში მიმდინარე წლის აპრილში აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიციიდან სოციალ-დემოკრატები გავიდნენ.