მთავრობის დადგენილებით, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ორი წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ
საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 24 თებერვალს გამოსცა №81 დადგენილება, რომლითაც შესწორება შეიტანა 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში.
მთავრობამ დააკორექტირა ნორმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ერთი წლის ვადით ყოფნის უფლებას აძლევდა.
საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ცვლილებების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ორი წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ.