საქართველოს საგარეო უწყება - საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს საგარეო უწყება - საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინის ერთ-ერთი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება გახდა.

საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ უკრაინის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე დაელოდებიან შესაბამისი პროცედურების დასრულებას.

„როგორც ცნობილია, საქართველოს საზღვართან მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოში უკრაინის მისიას, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან საკითხის გადასაჭრელად საჭიროა შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურები.

ქართული მხარე ამ ხნის განმალობაში ელოდებოდა უკრაინის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას.

იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების შესახებ, რომლებიც უკვე აქ დაელოდებიან შესაბამისი პროცედურების დასრულებას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.