საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია „სისხლის დონაციის ბანკის“ მიერ ორგანიზებულ სისხლის ჩაბარების აქციას შეუერთდა.
გაღებული სისხლით შეივსება „სისხლის დონაციის ბანკის“ სარეზერვო მარაგი.
„მოხარული ვართ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა სისხლის ბანკის მიერ ორგანიზებულ სისხლის ჩაბარების აქციას. ამით კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ზრუნვას ჩვენი მოქალაქეების მიმართ. მისასალმებელია, რომ ამ აქციას ბევრი თანამშრომელი შეუერთდა და არის ძალიან დიდი აქტივობა“, – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მსგავსი აქცია პერიოდულად იმართება.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.