საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კახა კახიშვილი, რომელიც მანამდე აღნიშნულ პოზიციას იკავებდა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა.
ნათია მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ კი, პრემიერის აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა.