მთავრობის ადმინისტრაცია გლობალურ გარემოსდაცვით აქციას, „დედამიწის საათს“ შეუერთდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი“ შეუერთდა.
გლობალური აქციის ფარგლებში, დღეს, 20:30-დან 21:30 საათამდე მთავრობის ადმინისტრაციაში განათება გამოირთო.
„დედამიწის საათი“ გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომელიც ყოველწლიურად მარტის ბოლო შაბათს აღინიშნება. ამ დღეს მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს, რითიც პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.