„ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების საკითხს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი შეისწავლის
„ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების საკითხს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი შეისწავლის

საქართველოს მთავრობის მოწვევით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება  საქართველოს მთავრობის მიერ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის ერთ-ერთია, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

საქართველოს მთავრობის განცხადების თანახმად, საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.