2018 წლის სექტემბრიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, C ჰეპატიტზე 323 675 პირი შემოწმდა, რომელთაგან დადებითი 16 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, სკრინინგი ჩატარებული აქვს 1 635 737 პირს, მათ შორის გამოვლენილია 132 048 დადებითი შემთხვევა.
„წლის განმავლობაში C ჰეპატიტის სკრინინგის არეალის გაფართოება იგეგმება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფინანსებული პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული ტანდემ-ტესტირების პროექტების ფარგლებში, რაც მოქალაქეებს დამატებით გაუადვილებთ აღნიშნული მომსახურების მიღების შესაძლებლობას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.