მთავრობა აქვეყნებს სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც სახელმწიფოს დაფინანსებით, კორონავირუსზე ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი
საქართველოს მთავრობა იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც კორონავირუსზე ანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი.
საქართველოს მთავრობაში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ორთვიანი შეზღუდვის გეგმის ფარგლებში კორონავირუსზე მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, სიცხისა და რესპირატორული სიმპტომების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, სასურველ სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ, სადაც ტესტირება სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაუტარდებათ.
რეგიონების მიხედვით სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალის ნახვა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა შესაძლებელი.