„მთავარმა არხმა“ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.
საქმე ეხება 22 ივლისს სენაკის თეატრში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.
„ის, რაც წულუკიანმა გუშინ გააკეთა, არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მოჰპარა მიკროფონი, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა“, – ამის შესახებ პროკურატურასთან „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
„მთავარი არხი“ საქმის გამოძიებას ითხოვს. ტელეკომპანიის ცნობით, ჯერჯერობით, ძალოვან უწყებებს კანონდარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენიათ.
ამასთან, „მთავარი არხი“ წულუკიანს მიმართავს, დააბრუნოს მათი მიკროფონი.